შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050

კომპანიის სიახლეები

  • Card image cap
    სიახლე
    დასუფთავების აქცია თბილისის დენდროლოგიურ პარკში
    22 აპრილი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    თავდადებულის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი იცვლება
    06 აპრილი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    მიწისქვეშა გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოები
    29 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    სანიაღვრე ქსელის გაწმენდის სამუშაოები
    28 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    დედაქალაქში სანიაღვრე ქსელები სისტემატურად ირეცხება
    26 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    მინი სტადიონებზე "ტაიმერები" მონტაჟდება
    22 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    სანიაღვრე კოლექტორის გაწმენდის სამუშაოები
    21 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის სარემონტო სამუშაოები
    17 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 18 სპეცმანქანა შეემატა
    15 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    სანიაღვრე ქსელის გაწმენდის სამუშაოები
    07 მარტი 2024
წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავება დაიწყო
26 დეკემბერი, 2017
თბილისის მერის კახა კალაძის დავალებით, ჩუღურეთის რაიონში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელის დასუფთავებისა და მორეცხვითი სამუშაოები დაიწყო.
კახა კალაძე დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელთან ერთად, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. დედაქალაქის მერი კერძო მესაკუთრეებსაც შეხვდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასთან დაკავშირებული საკითხები მათთან ერთად განიხილა. თბილისის მერმა კერძო მესაკუთრეებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მზად არიან, მიწისქვეშა გადასასვლელში არსებული მდგომარეობა მოაწესრიგონ. 
„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კერძო მესაკუთრეებს. თქვენ იცით, რომ ეს მიწისქვეშა გადასასვლელი გასხვისებულია, კერძო საკუთრებაა და მე განვაცხადე, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში კერძო საკუთრებას არ და ვერ შევეხებით, თუმცა ამ ადამიანებმა გამოიჩინეს სოლიდარობა და მზად არიან, რომ აქ არსებული მდგომარეობა მოაწესრიგონ. მერიას რაც გვევალება და რაც გასაკეთებელია, ძალიან მაღალ დონეზე გავაკეთებთ. შესაბამისად, ძალიან მალე არსებული მდგომარეობა შეიცვლება და ადამიანებს უკვე თავისუფლად, სისუფთავეში შეეძლებათ გადაადგილება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
„თბილსერვის ჯგუფსა“ და კერძო მესაკუთრეებს შორის შეთანხმება შედგა, რომლის მიხედვითაც, კერძო მესაკუთრეებს მათი კუთვნილი ფართების მოწესრიგება და საერთო კონცეფციაში მოქცევა დაევალათ. მოლაპარაკების შედეგად, „თბილსერვის ჯგუფი” თავის მხრივ, მიწისქვეშა გადასასვლელის საერთო სარგებლობაში არსებული ფართის (კიბის უჯრედისა და გასასვლელის) რეაბილიტაციას განახორციელებს. ასევე, დაგეგმილია ახალი განათების სისტემის დამონტაჟება. კახა კალაძემ გასულ კვირას, „თბილსერვის ჯგუფს” დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოწესრიგება, საერთო კონცეფციის შემუშავება და კერძო მესაკუთრეებთან და მოიჯარეებთან მოლაპარაკებების წარმოება დაავალა. 
დედაქალაქის მასშტაბით არსებული 55 მიწისქვეშა გადასასვლელიდან „თბილსერვის ჯგუფი” 22 მიწისქვეშა გადასასვლელის მოვლა-პატრონობას ახორციელებს. რაც შეეხება დანარჩენს, 33 მათგანი გასხვისებულია.
...

კომპანიის შესახებ

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოს:
  • დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვის მომსახურება.
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება.
  • სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  • თოვლცვენის დროს ტექნიკური მარილის დაყრა.
  • სადრენაჟო ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიღებების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების მოვლა-პატრონობა.
  • სამუშაოების წარმოება (მოსახლეობის მომსახურება) ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა.
  • გარე განათების ქსელების და არსებული კომუნიკაციების სწორი და გამართული მუშაობა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)