შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050

კომპანიის სიახლეები

  • Card image cap
    სიახლე
    დედაქალაქში სანიაღვრე ქსელები სისტემატურად ირეცხება
    26 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    მინი სტადიონებზე "ტაიმერები" მონტაჟდება
    22 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    სანიაღვრე კოლექტორის გაწმენდის სამუშაოები
    21 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის სარემონტო სამუშაოები
    17 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 18 სპეცმანქანა შეემატა
    15 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    სანიაღვრე ქსელის გაწმენდის სამუშაოები
    07 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    დასუფთავების აქცია დიდუბის რაიონში
    29 თებერვალი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა
    26 თებერვალი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება
    20 თებერვალი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    სანიაღვრე კოლექტორის გაწმენდის სამუშაოები
    17 თებერვალი 2024
დედაქალაქის მერი „თბილსერვის ჯგუფის“ მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნო
26 დეკემბერი, 2017
თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელობას შეხვდა, თანამშრომლებს გაესაუბრა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.  
დედაქალაქის მერმა ზამთრის სეზონისთვის მობილიზებული ტექნიკური მარილი, ნაგავშემკრები კონტეინერები და მანქანები დაათვალიერა. ასევე, იმყოფებოდა საამქროში, სადაც დასუფთავებისთვის განკუთვნილი მანქანების შეკეთება მიმდინარეობს.  
შეხვედრაზე ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ზამთრის სეზონისთვის მზადებაზე, დასუფთავებასა და ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.   
„დღევანდელი შეხვედრის მთავარი მიზანია, ზამთარს მომზადებული შევხვდეთ. ამისთვის ყველანაირი მზაობა არსებობს. შეძენილია ტექნიკური მარილი და ვფიქრობ, რომ ზამთარში გზების პრობლემა მოგვარებული იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 
მისივე თქმით, დასუფთავებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება ასევე, მშენებლობის, ტრანსპორტისა და გამონაბოლქვის საკითხებს დაეთმობა, რაც საერთო ჯამში, ქალაქში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება. 
„სამომავლოდ, დასუფთავებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ. იცით, რომ ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რაც კომპლექსურია და მხოლოდ კონკრეტული მიმართულება არ არის. შესაბამისად, მომავალში ტექნიკის შეძენა აუცილებლად დაგვჭირდება, რათა თბილისის ქუჩები სუფთა და მოწესრიგებული იყოს, ხოლო არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გამოსწორდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა. 
„თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელის ლევან ჯღარკავას განცხადებით კი, ზამთრის სეზონისთვის დაახლოებით, 3500 ტონა ტექნიკური მარილია შეძენილი. ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა. 
„ჩვენ შევიძინეთ ტექნიკური მარილი, რომლის შემოტანა ახლაც მიმდინარეობს. დაახლოებით, 3500 ტონა მარილი გვექნება ამ წელს. ასევე, გვაქვს წინა წლის მარაგი. მომზადებული ვართ ტექნიკური საშუალებითაც. ვფიქრობთ, რომ ზამთარს შესაბამისად შევხვდებით“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.  
„თბილსერვის ჯგუფთან“ შეხვედრას ასევე, დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე ესწრებოდა.
...

კომპანიის შესახებ

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოს:
  • დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვის მომსახურება.
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება.
  • სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  • თოვლცვენის დროს ტექნიკური მარილის დაყრა.
  • სადრენაჟო ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიღებების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების მოვლა-პატრონობა.
  • სამუშაოების წარმოება (მოსახლეობის მომსახურება) ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა.
  • გარე განათების ქსელების და არსებული კომუნიკაციების სწორი და გამართული მუშაობა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)