შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050

კომპანიის სიახლეები

  • Card image cap
    სიახლე
    დედაქალაქში სანიაღვრე ქსელები სისტემატურად ირეცხება
    26 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    მინი სტადიონებზე "ტაიმერები" მონტაჟდება
    22 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    სანიაღვრე კოლექტორის გაწმენდის სამუშაოები
    21 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    გმირთა მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის სარემონტო სამუშაოები
    17 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 18 სპეცმანქანა შეემატა
    15 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    სანიაღვრე ქსელის გაწმენდის სამუშაოები
    07 მარტი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    დასუფთავების აქცია დიდუბის რაიონში
    29 თებერვალი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაიწმინდა
    26 თებერვალი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    თბილისში ნარჩენების გადამამუშავებელი პირველი ქარხანა აშენდება
    20 თებერვალი 2024
  • Card image cap
    სიახლე
    სანიაღვრე კოლექტორის გაწმენდის სამუშაოები
    17 თებერვალი 2024
დედაქალაქში ახალი საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო
26 დეკემბერი, 2017
თბილისი 2018 წელს ახალი საახალწლო ილუმინაციებით შეხვდება. შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე, ასევე, პეკინისა და ბარათაშვილის ქუჩებზე, საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი დაიწყო.
აღნიშნულ პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე, „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორ ლევან ჯღარკავასთან და მერის მოადგილეებთან ერთად ადგილზე გაეცნო.
„თბილსერსვის ჯგუფს“ საახალწლოდ ქალაქის განათება დაწყებული აქვს.  ამჟამად, შესაბამისი სამუშაოები რუსთაველის გამზირზე მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება. ვფიქრობ, რომ რუსთაველის გამზირი ძალიან ლამაზი იქნება და ჩვენი დედაქალაქის მოსახლეობა მოიწონებს“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ის განათებები, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ უბნებში იყო დამონტაჟებული, წელს თბილისის სხვადასხვა რაიონში გადანაწილდება.
„თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წელს საახალწლო ილუმინაციებისთვის სამი მლნ ლარი დაიხარჯა. 
„საახალწლო განათება იტალიიდან ჩამოვიტანეთ. მთავარ გამზირზე მონტაჟდება პეპელას ფორმის 32 განათება. ასევე, დეკორატიულად მოირთო ხეები. წელს რუსთაველის გამზირი იქნება ოქროსფერ ფერებში, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი იქნება. ასევე, დაახლოებით, სამი-ოთხი დღე დაგვჭირდება რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, რომლის შემდეგაც მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე გადავინაცვლებთ“, - აღნიშნა ლევან ჯღარკავამ.
დღემდე „თბილსერვის ჯგუფი“ საახალწლო ილუმინაციების და აქსესუარების მონტაჟს თბილისის გარეუბნებში ახორციელებდა. აღნიშნულ უბნებში უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.
 სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, დედაქალაქში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში დასრულდება.
...

კომპანიის შესახებ

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოს:
  • დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვის მომსახურება.
  • საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება.
  • სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  • თოვლცვენის დროს ტექნიკური მარილის დაყრა.
  • სადრენაჟო ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიღებების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების მოვლა-პატრონობა.
  • სამუშაოების წარმოება (მოსახლეობის მომსახურება) ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  • მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა.
  • გარე განათების ქსელების და არსებული კომუნიკაციების სწორი და გამართული მუშაობა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)