შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
შპს „თბილსერვის ჯგუფსა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის მუნიციპალური სერვისების პროექტის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
24 სექტემბერი, 2021
EBRD-მა დედაქალაქში მუნიციპალური მომსახურების ავტოპარკის განახლების მხარდაჭერის მიზნით, დამატებით 9,6 მილიონი ევრო გამოყო. დაფინანსება უზრუნველყოფილია „მწვანე ქალაქების მეორე ჩარჩოს“ პროექტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ქალაქის მყარი ნარჩენების შემგროვებელი სატვირთო მანქანების, სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის შეძენას, ასევე, ციფრული მარშრუტებისა და ოპერაციების მართვის სისტემების ოპტიმიზაციასა და პროგრამულ უზრუნველყოფას. ხელშეკრულებას თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელი მოაწერეს დედაქალაქის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ და „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა, რომეო მიქაუტაძემ. ,,ქალაქის განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია მუნიციპალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფით. ამ მასშტაბური პროექტის განხორცილებისთვის, დაგეგმილი ღონისძიებები უკვე ქმედით ფაზაში გადადის. ეტაპობრივად გაუმჯობესდება მოსახლეობისთვის სერვისის მიწოდება, აგრეთვე სფეროში დასაქმებული პერსონალის სამუშაო პირობები, ხოლო საბოლოო შედეგი თბილისში გარემოს და ჰაერის მდგომარეობაზე დადებითად აისახება“, - განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ. ,,პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კომპანიის ოპერირების ხარისხს დასუფთავების, გარე განათების, სადრენაჟე ქსელების მოწყობის სექტორში. განსაკუთრებით პრიორიტეტულია ჩვენი თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა“, - აღნიშნა შპს ,,თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ. პროექტს მნიშვნელოვანი შედეგის მომტანად მიიჩნევს EBRD-ის კავკასიის რეგიონული დირექტორიც. კატარინა ბიორლინ ჰანსენის თქმით, მუნიციპალური სერვისების გამწევი ტრანსპორტის განახლება მნიშვნელოვნად შეამცირებს ემისიებს, ჰაერის დაბინძურებასა და უსაფრთხოების რისკებს.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)