შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო დეკორაციებისა და ილუმინაციების დემონტაჟი დაიწყო. აღნიშნული სამუშაოები რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების სამსახური თბილისის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების ჩამოხსნას ორი კვირის განმავლობაში დაასრულებს.