შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

„თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე კოჯორში, ბეთანიაში, წყნეთსა და კიკეთში ავტოტრანპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდება. პრობლების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე - 2619050 ან თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხელ ხაზზე - 2722222.