შპს თბილსერვის ჯგუფი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

„თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, აღმოსავლეთის მიმართულებით დედაქალაქის შესასვლელი-გასასვლელი დაასუფთავა. ასევე, თბილისის შემოვლითი გზის 15-კილომეტრიანი მონაკვეთის გაწმენდა დაიწყო. თბილისის შემოვლითი გზის და მიმდებარე ფერდობების გაწმენდის სამუშაოები კვირის განმავლობაში, ეტაპობრივად განხორციელდება.