შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
მორეცხვის სამუშაოები
24 ივლისი, 2023
დედაქალაქის ქუჩები სპეცტექნიკით ყოველდღიურად ირეცხება. ამჯერად კოსტავას ქუჩა, მელიქიშვილისა და რუსთაველის გამზირები, ასევე, მიმდებარედ არსებული მიწისქვეშა გადასასვლელები და კონტეინერები მოირეცხა.

სამუშაო პროცესს თბილისის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან და „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორთან, დავით ფაჩულიასთან ერთად გაეცნო.

„ზაფხულის ცხელ დღეებში დავიწყეთ ქუჩების ინტენსიური მორეცხვა. ეს სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. ყველა რაიონში ცენტრალური ქუჩები იქნება დასუფთავებული, ასევე მოირეცხება მიწისქვეშა გადასასვლელები, ნარჩენების შემკრები კონტეინერები და ტერიტორია, სადაც ეს ურნებია განთავსებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ 100-მდე ქუჩას, მიწისქვეშა გადასასვლელებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს სისტემატურად რეცხავს.

დღესვე გზის სავალი ნაწილი მოირეცხა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, ასევე, დიდ დიღომში, ფარნავაზ მეფის გამზირზე.

დედაქალაქის მასშტაბით, მორეცხვის სამუშაოები სხვადასხვა ქუჩაზე ყოველდღიურად, ღამის პირველ საათზე იწყება და დილის 06:30-მდე გრძელდება. სამუშაო პროცესში ჩართულია 20-მდე ერთეული სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)