შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050

კითხვა პასუხი

მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს.
დედაქალაქში დასუფთავების მოსაკრებელი დაწესდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბერის №17- 46 დადგენილებით, რომლის თანახმად, ქ. თბილისში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2,5 ლარით განისაზღვრა, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო 57 000 ქულას შეადგენს ან 57 000-ზე დაბალია, მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე თვეში 2 ლარით განისაზღვრა. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა თუ განსაზღვრულია 4 სულით.

დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის, ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირებისათვის და მშენებლობის ნებართვის მიმღები ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი 2022 წლის 1 ივნისიდან


დანართი 2
#დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეებიზომის ერთეულინარჩენების წლიური დაგროვების ნორმა მ3მოსაკრებლის ოდენობა თვეში ზომის ერთეულზე
1 2 3 4 5
1 მუზეუმები, ბიბლიოთეკები, გალერიები, არქივები საერთო ფართის 1 მ2 0,0240 0,050
2 ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, სახელმწიფო დაწესებულებები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 მ2 0,0917 0,191
3 კინოთეატრები და თეატრები, საკონცერტო დარბაზები მაყურებლის ერთი სავარძელი 0,3696 0,770
4 მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები (თავშესაფარი), უმწეოთათვის უფასო სასადილოები მომსახურების ერთეული ადგილი 0,1440 0,300
5 სკოლები, ინსტიტუტები, კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები, საგანმანათლებლო დაწესებულებები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) ერთ მოსწავლეზე, აღსაზრდელზე 0,2160 0,450
6 სასტუმროები და სასტუმროს ტიპის საერთო საცხოვრებლები მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი) 1,9200 4,000
7 საავადმყოფოები და სამშობიარო სახლები მომსახურების ერთეული ერთი საწოლი 1,3114 2,732
8 პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, ექიმების, სტომატოლოგიური და სამედიცინო კაბინეტები საერთო ფართის 1მ2 0,1757 0,366
9 სტადიონები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები და მანეჟები, საჯინიბოები, კორტები (სატურნირო და სავარჯიშო მოედნების გარდა) ღია ფართის 1მ2 0,0226 0,047
დახურული ფართის 1მ2 0,0912 0,190
10 სასურსათო საქონლის მაღაზიები (სავაჭრო დარბაზი) სამუშაო ფართის 1მ2 0,8578 1,787
11 სამრეწველო საქონლის მაღაზიები, აფთიაქები, ბირჟები, საიუველირო, ანტიკვარიატის მაღაზიები, ზოომაღაზიები (სავაჭრო დარბაზი), ვეტერინარული ცენტრები სამუშაო ფართის 1მ2 0,2880 0,600
12 აგრარული ბაზრები, ყვავილების ღია და დახურული მაღაზიები საერთო ფართის 1 მ2 0,3346 0,697
13 შერეული საქონლის ბაზრობები (მათ შორის შინაურ ცხოველთა და ფრინველთა ბაზრობები) და საბითუმო ვაჭრობის საწყობები და მაცივრები საერთო ფართის 1 მ2 0,2290 0,477
14 ავტოსადგომები და საწყობები პირდაპირი მიყიდვის გარეშე (გარდა საცავებისა პროდუქციის ხანგრძლივი შენახვის დროით) ღია ფართის 1 მ2 0,0221 0,046
დახურული ფართის 1 მ2 0,0912 0,190
15 ავტოგასამართი სადგურები საერთო ფართის 1 მ2 0,0912 0,190
16 სატრანსპორტო საშუალებების საჩვენებელი და გასაყიდი ნაგებობები, სანერგე მეურნეობები და სათბურები, ფერმები, სასაკლაოები ღია ფართის 1 მ2 0,0446 0,093
დახურული ფართის 1 მ2 0,0874 0,182
17 სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო და სამრეცხაო სადგურები, ტექ.მომსახურების ადგილები, შავი და ფერდი ლითონების მიმღები პუნქტები ღია ფართის 1 მ2 0,0230 0,048
დახურული ფართის 1 მ2 0,1574 0,328
18 აბანოები, საუნები და საცურაო აუზები საერთო ფართის 1 მ2 0,2045 0,426
19 სადალაქოები, სილამაზის სალონები და კოსმეტოლოგიის და ესთეტიკის ცენტრები საერთო ფართის 1 მ2 0,3974 0,828
20 მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე წარმოებისას საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები საერთო ფართის 1 მ2 0,2856 0,595
21 რესტორნები, პიცერიები, სასადილოები, /გარდა უმწეოთათვის უფასო სასადილოებისა/ კაფეები და ბარები ერთ დასაჯდომ ადგილზე 2,6880 5.600
22 საბანკეტო დარბაზები, სარიტუალო მომსახურებისათვის ერთ დასაჯდომ ადგილზე 1,0848 2,260
23 საცხობები, საოჯახო სამზარეულოები (დასაჯდომი ადგილების გარეშე) სამუშაო ფართის 1 მ2 0,2880 0,600
24 დისკოთეკები, ღამის კლუბები, კაზინოები, ტოტალიზატორები, სათამაშო და გასართობი ცენტრები საერთო ფართის 1 მ2 0,4046 0,843
25 საქალაქთაშორისო და საერთაშორისო ავტოსადგურები, აეროპორტები, რკინიგზის და მეტროპოლიტენის სადგურები ღია ფართის 1 მ2 0,0091 0,019
დახურული ფართის 1 მ2 0,0912 0,190
26 ღია ტიპის დასვენებისა და გასართობი თავშეყრის ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები, მდინარეებზე, ტბებზე და ე.წ თბილისის ზღვაზე არსებული ფასიანი სანაპირო ზოლები საერთო ფართის 1 მ2 0,0091 0,019
27 სამხედრო ნაწილები და პენიტენციარული სისტემები (ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაერიცხება) ერთი ადგილი 0,6720 1,400
28 საწარმოო ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მიმდინარეობს საწარმოო პროცესი საერთო ფართის 1 მ2 0,0086 0,018
29 სერიული პროდუქციის საწარმოების შენობა-ნაგებობები (საწარმოო ნარჩენების გარდა) საერთო ფართის 1 მ2 0,0451 0,094
30 ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებარე ობიექტი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის 1 მ2 0,048 0,1
31 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ან მრავალბინიანი საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი მრავალფუნქციური მშენებარე ობიექტი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის 1 მ2 0,24 0,5
32 სრულად კომერციული გამოყენების მშენებარე ობიექტი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის 1 მ2 0,24 0,5
33 საწარმოო ან სამრეწველო გამოყენების, ასევე სხვა ფუნქციური დანიშნულების (გარდა ამ ცხრილის 30-32 გრაფით გათვალისწინებული ობიექტისა) მშენებარე ობიექტი განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) საანგარიშო ფართობის 1 მ2 0,24 0,5

ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის

მ = გ X რ.

მ - ერთი თვის მოსაკრებელი დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისთვის, იურიდიული პირებისათვის და ინდივიდუალურ მეწარმეთათვის. (ლარი);

გ - მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი);

რ - ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).

დასუფთავების მოსაკრებელი მოსახლეობას ერიცხება “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის #17-46 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში „დედაქალაქის მოსახლეობისთვის“ დაწესდა დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი, რომელიც სულადობის მიხედვით იანგარიშება. აღნიშნული გადაწყვეტილების,თანახმად ფიზიკური პირი მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, ხოლო, როგორც წესი, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოსახლეობის სულადობა დგინდება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი ვალდებული არიან რეგისტრაცია გაიარონ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ, ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

საცხოვრებელი ადგილის 6 თვეზე მეტი ვადით შეცვლისას, პირი ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა, ამ კანონის მოთხოვნათა დაცვით, რეგისტრაციის გასავლელად მიმართოს სააგენტოს უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს.

ამავე კანონის მოთხოვნათა დაცვით, საზღვარგარეთ 6 თვეზე მეტი ვადით მყოფი საქართველოს მოქალაქე ვალდებულია 6 თვის გასვლიდან არაუგვიანეს 10 დღისა დადგეს საკონსულო აღრიცხვაზე საქართველოს დიპოლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო აღრიცხვაზე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პირების ოდენობის შესახებ ზემოაღნიშნული ინფორმაცია ასახვას ჰპოვებს ელ-ენერგიის აბონენტის ქვითარზე.

მაგალითისთვის (-მოქალაქე დავით ჩანქსელიანი რეგისტრირებულია ნ. კვაშილავას ქ., კორპ. #1, ბ. #1-ში, ხოლო რეალურად ცხოვრობს ნ. ბარათაშვილის ქ., კორპ. #100, ბ. # 99-ში. მიუხედავად იმისა, თუ სად ან რომელ ქუჩაზე წარმოქმნის ნარჩენებს ჩანქსელიანი, მოსაკრებელი აღნიშნულ მოქალაქეს დაერიცხება რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. თუ სურს , რომ დარიცხვა განხორციელდეს რეალურ საცხოვრებელ მისამართზე, ასეთ შემთხვევაში, ვალდებულია დარეგისტრირდეს იქ, სადაც ცხოვრობს.)

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (სამოქალაქო რეესტრი) მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახული ინფორმაცია ვერ მოხვდა მოსაკრებლის დარიცხვის ბაზაში, მოქალაქემ სამსახურში უნდა წარმოადგინოს ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან კონკრეტულ მისამართზე რეგისტრირებული პირების შესახებ, რომლის შესაბამისადაც ცვლილება შევა მოსაკრებლის დარიცხვაში.

ამასთან, ე. წ. „თბილისური ეზო’’- ს შემთხვევაში (მისამართები, სადაც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში ერთ მისამართზე-ეზოში არ არის გამიჯნული-დანომრილი ფართებიბინები), სადაც ვერ დგინდება კონკრეტულ მისამართზე ფართში მოსახლეობის რეგისტრაცია, მოსაკრებლის კორექტირება მიმდინარე პერიოდიდან განხორციელდება მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული „ამხანაგობის კრების ოქმის“  (ნოტარიულად დამოწმებული) წარმოდგენის საფუძველზე.

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით, „თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში“ ცვლილება შევიდა. ცვლილების შესაბამისად, თბილისის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, დედაქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ ფიზიკურ პირებს, რომელთაც გააჩნიათ დასუფთავების მოსაკრებელის დავალიანება, საშუალება ეძლევათ აღნიშნული თანხა დაფარონ ეტაპობრივად - თორმეტი თვის განმავლობაში.

თბილისის დასახლებულ ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებელი ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია თვეში - 2.5 ლარი, ხოლო იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან 57 000-ზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრულია თვეში - 2 ლარის ოდენობით.

ამისათვის თქვენ შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ოფისში(კახეთის გზატკეცილი 67,ბელიაშვილის 25)

დაწესებულებები, ორგანიზაციები , ინდივიდუალური მეწარმეები იურიდიული და ფიზიკური პირები საქმიანობის დაწყებიდან 30 დღის ვადაში ვალდებულნი არიან დარეგისტრირდნენ დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად. მათ უნდა წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე საქმიანობის დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულება, საკონტროლო/სალარო აპარატის სარეგისტრაციო ბარათი).
დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საქმიანობის შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ სამსახურს ან ოპერატორს. წინააღმდეგ შემთხვევაში დასუფთავების მოსაკრებლის დარიცხვის შეწყვეტა განხორციელდება თბილისის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან ოპერატორისადმი შეტყობინების განხორციელების დღიდან ან შესაბამისად უფლებამოსილი პირების მიერ ინსპექტირების შედეგად, ობიექტის ფუნქციონირების შეწყვეტის ფაქტის დადასტურების საფუძველზე შედგენილი შემოწმების აქტის თარიღიდან.
იმ ფიზიკური პირებისათვის, რომელთა ოჯახის სარეიტინგო ქულა 57 000 ან 57 000-ზე დაბალია მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვრა 2 ლარით თვეში.
 თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ინიციატივით, „თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილებაში“ ცვლილება შევიდა. ცვლილების შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის თანახმად, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართში, სადაც დასტურდება ცხოვრების ფაქტი, მაგრამ არ არის რეგისტრირებული არც ერთი ფიზიკური პირი, დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხებათ, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში - 2,5 ლარის ოდენობით. სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფიქსირებულია საცხოვრებელი სახლები, ბინები, სადაც ფიზიკური პირები ცხოვრობენ რეგისტრაციის გარეშე. მოქალაქეებს საკუთრებაში აქვთ ორი ან მეტი ბინა, სახლი, რომელიც აქვთ გაქირავებული, დაგირავებული ან დროებით აცხოვრებენ სხვას,მაგრამ იმის გამო, რომ ამ კონკრეტულ მისამართებზე, სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზის მიხედვით რეგისტრაცია არ აქვთ გავლილი არც ერთ ფიზიკურ პირს დასუფთავების მოსაკრებელი არ ერიცხება - შესაბამისად, არ არიან დასუფთავების მოსაკრებელის გადამხდელები. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ისეთ საცხოვრებელ ბინებს, სახლებს, რომელთაც არ ერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი და დასტურდება ფიზიკური პირის ცხოვრების ფაქტი, დაერიცხებათ დასუფთავების მოსაკრებელი, როგორც ერთ სულ მოსახლეს თვეში - 2,5 ლარის ოდენობით. საცხოვრებელ ფართზე ცხოვრების ფაქტი დადასტურებულად ჩაითვლება, თუკი უფლებამოსილი პირისათვის ცნობილი გახდება, რომ საცხოვრებელ ფართზე მახმარებული ელექტროენერგიის ოდენობა ერთი თვის განმავლობაში შეადგენს არანაკლებ 20 (ოცი) კვტ/სთ.შეზღუდული პასუხიმგებლობის საწარმო „თბილსერვის ჯგუფი“ 2007 წელს ქ. თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კომპანია.
  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, 2016 წლის 15 მაისიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 100 % წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული ოთხი იურიდიული პირი - შპს „თბილსერვის ჯგუფი“, შპს „უძრავი ქონება-თბილისი“, შპს „თბილისის პარკები“ და შპს „სინათლის ქალაქი“ გაერთიანდა, რის საფუძველზეც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებასთან ერთად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების, შადრევნების, გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) და გარე განათების მოვლა-პატრონობას განახორციელებს.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვალდებულია დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოს:
  1.  დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების მართვის მომსახურება.
  2.  საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და გადამუშავება.
  3.  სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  4. თოვლცვენის დროს მარილის დაყრა.
  5. სადრენაჯო ქსელების, სანიაღვრე კოლექტორების, წვიმმიღებების, გვერდმიმღებებისა და საკონტროლო ჭების მოვლა-პატრონობა.
  6. სამუშაოების წარმოება (მოსახლეობის მომსახურება) ინდივიდუალურად გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.
  7. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობა.
  8. შადრევნების ექსპლუატაცია და გამართული მუშაობის ორგანიზება.
  9. გამწვანებული ტერიტორიების ნაწილის (პარკები, ბაღები) მოვლა-პატრონობა.
  10. გარე განათების ქსელების და არსებული კომუნიკაციების სწორი და გამართული მუშაობა. 
შპს“თბილსერვის ჯგუფს“ მოვლა-პატრონობაში დედაქალაქში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელებიდან 23 გადაეცა:
მელაანის ქუჩა გამგეობასთან
ი.ჭავჭავაძის გამზირი,გუდვილი
რძის კომბინატთან
ორხევის გადასასვლელთან
კოსტავას ქუჩა საჭაშნიკესთან
მ.კოსტავას ქუჩა,გამომცემლობა „სამშობლოსთნ“
მეტრო სამგორთან
გ.შავთლის ქ.ანჩისხატის წინ სანაპ.(ამბასადორი)
ქ.წამებულის ქ.N35(რესტორანი „მეტეხის ჩრდილში“)
თამარაშვილის 13-ის მიმდებარედ
თამარაშვილის 13-ის მიმდებარედ N2
კოსტავას ქუჩა ფილარმონიის წინ
ვაკის პარკი
გმირთა მოედანი(მატრიოშკა_მაუდი_მემორიალი_ზოოპარკი
_თერთმეტსართულიანი)
გმირთა მოედანი(სვოჩი-ცირკი)
დ.აღმაშენებლის ხეივანი აგრარულ უნივერსიტეტთან
დ.აღმაშენებლის ხეივანი მუხათგვერდის გადასასვლელი
დ.აღმაშენებლის ხეივანი სასტუმრო უშბასთან
თამარ მეფე წინამძღვრიშვილის კვეთა
სააკაძის მოედანი
ვაგზლის მოედანი 2
ბარათაშვილის ხიდი
თქვენ შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ოფისში(კახეთის გზატკეცილი 67,ბელიაშვილის 25),მოგვწეროთ facebook გვერდზე თბილსერვის ჯგუფი / Tbilservice Group, tbilservicegroupltd@gmail.com,დარეკოთ ცხელ ხაზზე 2619050
თქვენ შეგიძლიათ განაცხადი შეიტანოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ოფისში(კახეთის გზატკეცილი 67,ბელიაშვილის 25),მოგვწეროთ facebook გვერდზე თბილსერვის ჯგუფი / Tbilservice Group, tbilservicegroupltd@gmail.com,დარეკოთ ცხელ ხაზზე 2619050
გლდანის რაიონში, თბილისის შემოვლითი გზის მე-15 კილომეტრის მიმდებარედ ფუნქციონირებს ინერტული (სამშენებლო) ნარჩენების განთავსების ობიექტი. ნარჩენების განთავსების ტარიფები დადგენილია ა/მანქანის ტვირთამწეობის შესაბამისად და შეადგენს:
  • 5 ტონამდე მოცულობის ტვირთამწეობის ა/მანქანით ნარჩენების განთავსება 9 ლარი (დღგ-ს ჩათვლით);
  • 5-10 ტონამდე მოცულობის ტვირთამწეობის ა/ მანქანით ნარჩენების განთავსება 18 ლარი (დღგ-ს ჩათვლით);
  • 10 ტონის და ზემოთ მოცულობის ტვირთამწეობის ა/მანქანით ნარჩენების განთავსება 30.60 ლარი (დღგ-ს ჩათვლით);
ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს უფლება აქვს შპს „თბილსერვის ჯგუფთან“ გააფორმოს ხელშეკრულება (როგორც ერთჯერად, ასევე, გრძელვადიანი) ინერტული (სამშენებლო) ნარჩენების განთავსების შესახებ.
გთხოვთ იხილოთ www.matsne.gov.ge -ზე ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება № 17-46
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)