შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
საქველმოქმედო ღონისძიება „თბილსერვის ჯგუფში“
30 დეკემბერი, 2023
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა საქველმოქმედო ფონდ „მომავლის გზის“ ბენეფიციარებს, 40-მდე ბავშვს საახალწლო სურვილები აუსრულეს. კომპანიის თანამშრომლებმა საკუთარი სახსრებით, ბავშვების სურვილების, საჭიროებების მიხედვით, საჩუქრები და საყოფაცხოვრებო ნივთები შეიძინეს.

ბენეფიციარებს საჩუქრები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და კომპანიის თანამშრომლებმა გადასცეს. თავის მხრივ, ბავშვებმა და მოზარდებმა „ფლეშმობი“ მოაწყეს.

„სასიამოვნო და სასიხარულო ღონისძიება გვაქვს დღეს, რაც „თბილსერვის ჯგუფში“ უკვე ტრადიციად იქცა. გვიხარია, რომ სწორედ იმ ბავშვების საახალწლო სურვილების ასრულება შევძელით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება. ყველა ბავშვს მინდა მივულოცო დამდეგი შობა-ახალი წელი. ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ყველა სურვილის ასრულება ვუსურვო“, - განაცხადა დავით ფაჩულიამ.

საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზებაში „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებთან ერთად ჩართული იყვნენ „მომავლის გზის“ წარმომადგენლები.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)