შპს თბილსერვის ჯგუფი

ცხელი ხაზი 2619050
თბილისის სხვადასხვა რაიონში გზებზე ტექნიკური მარილი დაიყარა
14 იანვარი, 2024
დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მოსული ნალექის გამო ტექნიკური მარილის დაყრა მთელი ღამის განმავლობაში, დილამდე მიმდინარეობდა. გზებზე მნიშვნელოვანი შეფერხება თბილისში არ ყოფილა.

მარილი დაიყარა შემდეგ დასახლებებსა და ქუჩებზე: წყნეთი, ბეთანია, ოქროყანა, წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, კოჯორი, კიკეთი, თბილისის ზღვის შემოვლითი გზა, მახათას აღმართი და მიმდებარე ტერიტორია, კუკიის სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მნათობის, ცაიშის ქუჩები, ვაზისუბნის მიკრორაიონები, ნიაბისა და მუჯირიშვილის ქუჩები, მეტრომშენის დასახლებისა და მახათას დამაკავშირებელი გზა, ვარკეთილი, ზემო ფონიჭალა, კახეთის გზატკეცილი, სოფელი დიდი ლილო.

შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.

თოვლიანობის გამო საგზაო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე - 2 72 22 22.
მთავარი ჩვენ შესახებ მედია ცენტრი სერვისები კანონდებლობა პროექტები
კომპანიის შესახებ სიახლე მიმდინარე
კომპანიის მენეჯმენტი განცხადება დასრულებული
სტრუქტურა
ვაკანსია
ცხელი ხაზი
2 61 90 50
კახეთის გზატკეცილი N67
(ცენტრალური ოფისი)