შპს „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადება
05 February, 2016
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე კომპანიის თანამშრომლის დაკავებას ეხმაურება.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“, უფლებამოსილებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, მაქსიმალურად თანამშრომლობს გამოძიებასთან.
მოვუწოდებთ შპს„ თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს, ბოროტად ნუ გამოიყენებენ დაკავებულ თანამდებობას და კომპანიის სახელს. ნუ შელახავენ „თბილსერვის ჯგუფის“ კეთილსინდისიერად მომუშავე თანამშრომელთა ღირსებასა და პატივს.
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ადმინისტრაცია სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვებს კანონის წინაშე დანაშაულის ნიშნების შემცველ არცერთ ფაქტს.