LLC Tbilservice Group

Hotline 2619050
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ განცხადება
25 March, 2016
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო პირობების საფუძველზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების შედეგად, თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებული ვითარება გაუმჯობესდება და თბილისის მერის, დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, პოლიგონის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში მოუგვარებელი იყო, აღმოიფხვრება.
თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად, აღნიშნულ ტენდერამდე, ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში „თბილსერვის ჯგუფმა“ მოწვეული (IBRD, KFW) ექსპერტების მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, სახელმწიფო შესყიდვა/ტენდერი საპროექტო სამუშაოების (პროექტის) შესადგენად გამოაცხადა.
თბილისის მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე სხვადასხვა სახის სამშენებლო სამუშაოებთან ერთად, უჯრედების გეომემბრანით გადახურვის სარეკულტივაციო სამუშაოები და წარმოქმნილი ბიოგაზის შეგროვების/გადამუშავების სისტემის მოწყობა განხორციელდება.
სატენდერო წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 6 აპრილს დასრულდება.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)