“თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ზონაში-ლეღვთახევში მხატვრული მინათების პროექტი განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ახალი სისტემა და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის 28 ცალი LED სანათი.
ასევე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა თავისუფლების მოედნის, ბარათაშვილის ქუჩის, პუშკინის ქუჩის და რიყის პარკის მიმდებარე ობიექტებზე არსებულ მინათების ქსელს. აღნიშნულ ტერიტორიებზე დამონტაჟდა 283 ცალი LED სანათი.
დიოდური სანათები ელ.ენერგიის ხარჯს 60-70%-მდე შეამცირებს.