შპს “ თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის შემოსასვლელში ახალ მანათობელ-მანიშნებელ აბრას დაამონტაჟებს.
არსებულ მანიშნებელ აბრას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. განხორციელდება სამღებრო სამუშაოები, დამონტაჟდება შიდა განათება და შეიცვლება ელ. გაყვანილობა.
სამუშაოებს შპს “თმს“ ორი კვირის განმავლობაში განახორციელებს.