შპს "თბილსერვის ჯგუფის" მოვლა-პატრონობაში არსებული მიწისქვეშა გადასასვლელების დასუფთავებითი სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. კერძოდ, "თბილსერვის ჯგუფის" სპეც თანამშრომლების მიერ მიწისქვეშა გადასასვლელების დაგვა-დასუფთავება ყოველდღე, ხოლო მორეცხვითი სამუშაოები სპეციალური ხსნარით კვირაში ერთხელ ტარდება.
თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის განკარგულებით, "თბილსერვის ჯგუფი" მიწისქვეშა გადასასვლელების მოვლა-პატრონობას 2016 წლის მაისიდან ახორციელებს.