LLC Tbilservice Group

Hotline 2619050
„თბილსერვის ჯგუფმა“ უხუცესი მეზოვე დააჯილდოვა
14 September, 2016
შპს “თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ დავით  დოლიძემ „თბილსერვის  ჯგუფის“ უხუცესი თანამშრომელი  88 წლის ნიკოლოზ მელიშვილი ფულადი ჯილდოთი და მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
ნიკოლოზ  მელიშვილი „თბილსერვის ჯგუფში“  სამგორის რაიონში დაარსების დღიდან  მუშაობდა, იგი ყოველ დილით 7:00 საათზე დგებოდა და ასუფთავებდა თბილისს. ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ბატონმა ნიკოლოზმა გადაწყვეტილება მიიღო სამსახურიდან წასვლის შესახებ.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“  ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ბატონ ნიკოლოზს და მადლობას უხდის თბილისზე ზრუნვისთვის და ქალაქის სისუფთავისთვის შეტანილი წვლილისთვის
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)