შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო, მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ. ამ ეტაპზე გაწმენდითი სამუშაოები ბეთანიაში, კოჯორში, კიკეთსა და წყნეთში მიმდინარეობს, ასევე იყრება ტექნიკური მარილი. „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილის, დავით დოლიძის ინფორმაციით ამ დროისათვის ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი. ადგილზე რჩებიან „თბილსერვის ჯგუფის“ წარმომადგენლები, მობილიზებულია ტექნიკა, საჭიროების შემთხვევაში გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაშიც გაგრძელდება.
პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ დარეკოთ "თბილსერვის ჯგუფის" ცხელ ხაზზე: 261 90 50
შპს“ თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ ზაფხულის საბურავებიანი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან.