გზის გაწმენდითი სამუშაოები თბილისში
25 November, 2016
შპს "თბილსერვის ჯგუფი“ კვლავ საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ამ დროისათვის, როგორც თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე ასევე, კრწანისი-შინდისის და ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ახალ გზაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკური მარილი დაყრილია. გზები ყინულისგან გაწმენდილია და ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს. სპეციალური ტექნიკა ადგილზე რჩება და საჭიროების შემთხვევაში გზის გაწმენდითი სამუშაოები განახლდება.