შპს “თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსებას განაგრძობს. დღეს „თბილსერვის ჯგუფის“ მთაწმინდა-კრწანისის რაიონულმა განყოფილებამ მთაწმინდის, კრწანისის და ჩუღურეთის რაიონებში 1100 ლიტრიანი ნაგავშემკრები კონტეინერები განათავსა. სულ განთავსდა 130-მდე კონტეინერი, რომლის ძირითადი ნაწილი მთაწმინდის რაიონში დაიდგა. „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩებში დაზიანებული ნაგავშემკრები კონტეინერების ახლით ჩანაცვლებას ეტაპობრივად განახორციელებს.