LLC Tbilservicegroup

Hotline 2619050
გაიცანით „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი - ოქროპირ თარგამაძე
02 February, 2017
ექვსი შვილის მამა და ხუთი შვილიშვილის ბაბუა, 57 წლის ოქროპირ თარგამაძე - სამი წელია, რაც ქალაქის სისუფთავეზე ზრუნავს. ის ყოველდღიურად დიღმის მასივის ქუჩებს და გამწვანებულ ტერიტორიებს ასუფთავებს. „განსაკუთრებული ყურადღებით სკვერების დასუფთავებას ვეკიდები და ვცდილობ, რომ სასეირნოდ გამოსულ ბავშვებს და მათ მშობლებს სუფთა გარემო დავახვედრო. ჩემი საქმიანობა ხანგრძლივი დროის მანძილზე განათლებას უკავშირდებოდა, რის გამოც დღემდე დიდ ინტერესს ვინარჩუნებ საგანმანათლებლო სფეროს მიმართ. დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი და წლების მანძილზე ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგად ვმუშაობდი და აგერ უკვე სამი წელიწადია, რაც ქალაქის სისუფთავეზე ვზრუნავ“. შენი ქალაქი შენი სახლია! ერთად ვიზრუნოთ ქალაქის სისუფთავეზე!
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)