შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდით სამუშაოებს განაგრძობს. დედაქალაქის მასშტაბით ცენტრალური და შიდაკვარტალური გზები გაწმენდილია და ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს. მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილების მიზნით კი საფეხმავლო გზების გაწმენდა თბილისის სხვადასხვა უბანში დღეს დილიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, რომ გადაადგილების შეფერხების შემთხვევაში დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს: 2 619 050.