გზის გაწმენდითი სამუშაოები  შემოერთებულ ტერიტორიებზე
02 February, 2017	
 
 
 შპს „თბილსერვის ჯგუფი“ თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდით სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა. ღამით მოსული უხვი ნალექის გამო „თბილსერვის ჯგუფმა“ წყნეთში, კოჯორში, კიკეთსა და ბეთანიაში გზის გაწმენდითი სამუშაოები განაახლა და ტექნიკური მარილი დაყარა. ამ დროისთვის დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზები გაწმენდილია და ავტოტრანსპორტი შეუფერხებლად გადაადგილდება.