შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ სააკაძის დაღმართის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოაწყო. აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში მარჯვენა სანაპიროს მიმდებარედ არსებული ფერდობები დასუფთავდა. აქციაში მონაწილეობას იღებდნენ ვაკე-საბურთალოს რაიონული განყოფილების მთასვლელი და სპეც თანამშრომლები. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ვახტან ბოჭორიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს მოუწოდებს, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენები კორპუსთან მდებარე ნაგავშემკრებ კონტეინერებში, ე.წ ურნებში განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამოქმედდება საჯარიმო სანქციები. შენი ქალაქი შენი სახლია! ერთად ვიზრუნოთ სუფთა თბილისზე! #თბილისი2017