შპს „თბილსერვის ჯგუფი“ საპილოტე პროგრამის ფარგლებში, დედაქალაქის მასშტაბით ლედ სანათების დამონტაჟებას განაგრძობს. ამ ეტაპზე განათების სისტემა დიდუბის რაიონში კერძოდ, ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის სახელობის ხიდზე შეიცვალა. „თბილსერვის ჯგუფმა“ დიდუბის რაიონში 18 ცალი ახალი ლედ სანათი დაამონტაჟა. აღნიშნული დიოდური სანათები ელექტროენერგიის 60-70%-ით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. #თბილისი2017