მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია დაიწყო
01 March, 2017
შპს“ თბილსერვის ჯგუფმა“ მიწისქვეშა გადასასვლელების რეაბილიტაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე სარემონტო სამუშაოები ქეთევან წამებულის გამზირზე და კახეთის გზატკეცილზე - ორხევის მიმდებარედ არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში მიმდინარეობს. სარემონტო სამუშაოების გარდა განათების ახალი სისტემა მოეწყო ჭავჭავაძის გამზირზე, კოსტავას გამზირზე - ფილარმონიასთან და ტელევიზიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში. დამონტაჟდა ანტივანდალური "დიოდური" სანათები, რომელიც ელექტროენერგიის 70%-მდე დანაზოგს იძლევა. "თბილსერვის ჯგუფი" მის მოვლა პატრონობაში არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებში სარემონტო სამუშაოებს და განათების სისტემის შეცვლას ეტაპობრივად განახორციელებს.