შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ანტივანდალური "დიოდური" სანათები ჭავჭავაძის გამზირზე - "პიქსელთან", კოსტავას გამზირზე - ფილარმონიასთან და ტელევიზიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებში დაამონტაჟა. „თბილსერვის ჯგუფი“ მიწისქვეშა გადასასვლელებში განათების სისტემის შეცვლას - ახალი სანათების მონტაჟს ეტაპობრივად ახორციელებს. პირველ ეტაპზე ანტივანდალური "დიოდური" სანათები ვაკის პარკთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში მოეწყო. აღნიშნული სანათები ელექტროენერგიის 70%-მდე დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. #თბილისი2017