დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე დარგული ნერგები მოპარული
17 March, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დიდი დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე საგაზაფხულო გამწვანებითი ღონისძიების ფარგლებში დარგული ნერგები მოიპარეს.
"თბილსერვის ჯგუფმა" საგაზაფხულო გამწვანებითი ღონისძიების ფარგლებში 2017 წლის 12 მარტს დიდ დიღმის მიმდებარე ტერიტორიაზე გამწვანების აქცია მოაწყო, რომლის ფარგლებში - 300 ძირი კვიპაროსი დაირგო.
აღნიშნულ ტერიტორიაზე დარგული ნერგებიდან მოპარულია - 13 ძირი კვიპაროსი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ ფაქტი უკვე დაფიქსირებულია.
თბილისში საგაზაფხულო რგვები გასულ კვირას დაიწყო და მაისის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.