შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თბილისსა და დუბლინს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის დადების 3 წლისთავთან დაკავშირებით თბილისის სატელევიზიო ანძა მწვანედ გაანათა. 2015 წლიდან თბილისი ჩართულია ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ მსოფლიო კამპანიაში „Global Greening”, რომლის ფარგლებშიც ყოველი წლის 17 მარტს მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში ღირსშესანიშნაოებები მწვანედ ნათდება. საქართველო უკვე მესამედ იღებს აღნიშნულ კამპანიაში მონაწილეობას - 2015 წელს თბილისის საკრებულოს შენობა, 2016 წელს კი თბილისის სატელევიზიო ანძა მწვანე ფერში განათდა.