შპს "თბილსერვის ჯგუფმა" თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის დავალებით, თამარაშვილის ქუჩაზე ქვეითთა გადასასვლელზე დიოდური სანათები დაამონტაჟა. “ზებრა” გადასასვლელების განათება საპილოტე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს და უახლოეს პერიოდში კიდევ რამდენიმე გადასასვლელი განათდება. “თბილსერვის ჯგუფმა” პირველ ეტაპზე ქვეითთა გადასასვლელი დიდუბის რაიონში, რობაქიძის გამზირზე გაანათა, სადაც პოლონური წარმოების (LUGlightfactory) დიოდური სანათები დაამონტაჟა. #თბილისი2017
|
Hotline2 61 90 50
N67 Kakheti Highway(Central office)
|