შპს "თბილსერვის ჯგუფის" ორგანიზებით და სამგორის გამგეობის ინიციატივით, ვარკეთილში #196 საბავშვო ბაგა-ბაღის ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. ბაგა-ბაღის ტერიტორია სარემონტო სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისგან სრულად გაიწმინდა. ადგილზე სამგორის რაიონის გამგებელი - გიორგი ბაგრატიონი და "თბილსერვის ჯგუფის" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. #თბილისი2017