LLC Tbilservicegroup

Hotline 2619050
"9 აპრილის" სახელობის ბაღში ახალი ურნები განთავსდა
24 April, 2017
„თბილსერვის ჯგუფმა“ მის მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში ახალი ურნების განთავსება დაიწყო. ამ ეტაპზე კეთილმოწყობითი სამუშაოები „9 აპრილის“ სახელობის ბაღში განხორციელდა, სადაც 45 ერთეული ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი განთავსდა. „თბილსერვის ჯგუფი“ მის მოვლა-პატრონობაში არსებულ ბაღებსა და პარკებში კეთილმოწყობით სამუშაოებს განაგრძობს და ურნების შეცვლას ეტაპობრივად განახორციელებს. 2016 წლის განმავლობაში ურნები სრულად შეიცვალა „ვაკის პარკის“ ტერიტორიაზე და 270 ერთეული ახალი ნაგავშემკრები კონტეინერი განთავსდა. შპს "თბილსერვის ჯგუფი“ 9 აპრილის, ვერის, დედა ენის, ვეტერანთა და ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღების, მზიურის, რიყის, თბილისის ზღვის, ვაკის და დიღმის ტყე-პარკების მოვლა-პატრონობას 2016 წლის მაისის თვიდან ახორციელებს. #ნაგვისგადაყრამარტივია #თბილისი2017
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)