LLC Tbilservice Group

Hotline 2619050
მოვაჭრეებმა მეტრო დელისთან საქმიანობა საკუთარი ნებით შეწყვიტეს
24 April, 2017
დედაქალაქის მასშტაბით უნებართვო გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება გრძელდება. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ქალაქის სხვადასხვა რაიონის გარემოვაჭრეები რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ მათ უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მეტრო ,,დელისის'' მიმდებარე ტერიტორიაზე უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა გარემოვაჭრეებმა საკუთარი ნებით შეწყვიტეს. “თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომლებმა მეტრო ,,დელისის'' მიმდებარე ტერიტორია დილითვე დაასუფთავეს. აღნიშული ტერიტორია სპეციალური ხსნარით ღამის საათებში მოირეცხება. #თბილისი2017 #გარევაჭრობა
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)