20 აპრილიდან ერთი თვის მანძილზე გამოვლინდა 411 სამართალდამრღვევი
23 May, 2017
შპს "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითმა ინსპექტორებმა ერთი თვის მანძილზე გარემოს დაბინძურებისთვის 411 საჯარიმო ოქმი შეადგინეს, საერთო თანხით - 42 710 ლარი. 411 სამართალდამრღვევი პირიდან 151 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. 378 საჯარიმო ოქმი შედგენილია 2კგ.-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისთვის. "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ქვეითი ინსპექტორები დედაქალაქის ქუჩებში 3 აპრილიდან გამოჩდნენ. პირველი ორი კვირის განმავლობაში მათ გამოჩენას ინფორმაციული სახე ჰქონდა - ისინი მოქალაქეებს მომავალ სანქციებთან დაკავშირებით აფრთხილებდნენ და ნარჩენის ურნაში ჩაყრისკენ მიუთითებდნენ. "ნარჩენების მართვის კოდექსის" შესაბამისად, მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში "თბილსერვის ჯგუფის" ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორებმა საჯარიმო ოქმების შედგენა 20 აპრილიდან დაიწყეს. #თბილისი2017