LLC Tbilservicegroup

Hotline 2619050
"თბილსერვის ჯგუფმა" სტუდქალაქის ტერიტორია დაასუფთავა
12 June, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ბაგებში, სტუდქალაქის ტერიტორიაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები ნარჩენის დაყრისთვის დააჯარიმა. ასევე სპეციალური ტექნიკის საშუალებით სრულად დასუფთავდა აღნიშნული ტერიტორია. „თბილსერვის ჯგუფის“ ორგანიზებით, სტუდქალაქის ტერიტორია არაერთხელ დასუფთავდა, თუმცა მოსახლეობის დაუდევრობის გამო ნარჩენი კვლავ გროვდება და ვერ ხერხდება სისუფთავის შენარჩუნება. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სტუდქალაქის მაცხოვრებლები 2015 და 2016 წელს არაერთხელ გააფრთხილეს თავი შეეკავებინათ საცხოვრებელი კორპუსიდან ნარჩენების გადაყრისაგან, დაეცვათ კანონი და ნარჩენი სპეციალურად გამოყოფილ ნაგავშემკრებ კონტეინერებში განეთავსებინათ. https://www.facebook.com/pg/TbilserviceGroupLTD/photos/?tab=album&album_id=1680568422187582 https://www.facebook.com/pg/TbilserviceGroupLTD/photos/?tab=album&album_id=1684151318495959
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)