LLC Tbilservicegroup

Hotline 2619050
უამინდობის გამო "თბილსერვის ჯგუფი" საგანგებო რეჟიმში მუშაობს
12 June, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უამინდობის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. დედაქალაქის მასშტაბით მობილიზებულია „თბილსერვის ჯგუფის“ სპეციალური ტექნიკა და სპეც თანამშრომლები. ამ დროისათვის გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს იქ, სადაც წვიმის შედეგად ქვა-ღორღი იქნა დაგროვილი. რაც შეეხება გარე განათების სისტემას, ზაფხულის თვეებში მისი ჩართვა პროგრამულად 20:45 საათზე ხდება, თუმცა უამინდობისა და ადრე დაბნელების გამო, დღეს განათების ჩართვა 20:20 საათზე, სადისპეჩერო მართვის პულტის მეშვეობით მოხდა. აღნიშნულის შედეგად, რამდენიმე მისამართზე გამორთული იყო გარე განათების ბოძები, რომელთა ჩართვაც ეტაპობრივად განხორციელდა.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)