მტკვრის ორივე სანაპიროზე განათების სისტემა შეიცვალა
13 June, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით „ლედ“ სანათების მონტაჟს განაგრძობს. ამ ეტაპზე განათების სისტემა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროზე განთავსებულ დეკორატიულ სანათ ბოძებზე შეიცვალა, სადაც 40 ვატიანი 7 ვატიანი დიოდური ნათურებით ჩანაცვლდა. საერთო ჯამში, სანაპირო ზოლზე 2200 ერთეული „ლედ“ სანათი დამონტაჟდა. აღნიშნული სანათები ელექტროენერგიის 60-70% -ით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა. #თბილისი2017