თბილისის ათივე რაიონში გზის მორეცხვითი სამუშაოები მიმდინარეობს
13 June, 2017
შპს “თბილსერვის ჯგუფმა” ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილი ნაშალი მასალისა და ქვა-ღორღისაგან სავალი გზების გაწმენდის შემდეგ მორეცხვითი სამუშაოები დაიწყო. ამ დროისთვის სპეც ტექნიკის დახმარებით, გზის მორეცხვითი სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში მიმდინარეობს. “თბილსერვის ჯგუფი” ბოდიშს უხდის მოსახლეობას მორეცხვითი სამუშაოების გამო შექმნილი დისკომფორტისთვის. "თბილსერვის ჯგუფი" ცენტრალური გზების მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში დილის 04:30-დან 07:30-საათამდე ახორციელებს. დედაქალაქის ყველა რაიონში ქუჩები ზამთრის დადგომამდე ირეცხება. #თბილისი2017