LLC Tbilservicegroup

Hotline 2619050
ტექნიკურ თანამშრომლებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
20 June, 2017
“თბილსერვის ჯგუფის“ 200-მდე თანამშრომელს და მათი ოჯახის წევრებს, 17 და 18 ივნისს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. „იმედის გმირების“ გამარჯვებულის, მაკა ბულეიშვილის ორგანიზებით და მისი ხელმძღვანელობით შექმნილი ექიმთა საინიციატივო ჯგუფის მხარდაჭერით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ტექნიკურ თანამშრომლებს სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო გამოკვლევები - კარდიოლოგიური, გინეკოლოგიური, პროქტოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური, ნევროლოგიური და სხვადასხვა სახის სისხლის ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ. ადგილზე ასევე მუშაობდნენ თერაპევტები და ექოსკოპისტები. „თბილსერვის ჯგუფმა“ უფასო სამედიცინო გამოკვლევები 800-მდე თანამშრომელს და მათი ოჯახის წევრებს გასულ წლებშიც ჩაუტარა. თანამშრომლების რაოდენობიდან გამომდინარე აქცია მომავალშიც გაგრძელდება.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)