შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით გარე განათების სისტემის შეცვლას და „ლედ“ სანათების დამონტაჟებას განაგრძობს. ამ ეტაპზე განათების სისტემა პეკინის ქუჩაზე შეიცვალა, სადაც საპილოტე პროექტის ფარგლებში, 60 ერთეული „ლედ“ სანათი განთავსდა. აღნიშნული სანათები „თბილსერვის ჯგუფს“ ჩინურმა კომპანიამ “FEILO INVESTMENT”-მა თბილისის მერიასთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გადასცა.
კომპანია „FEILO INVESTMENT“-ის მიერ მოწოდებული დიოდური სანათები ელექტროენერგიის 70%-ით დაზოგვის შესაძლებლობას იძლევა.