LLC Tbilservicegroup

Hotline 2619050
თბილისის განათებაზე ზრუნვაში გატარებული 19 წელი
04 July, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველმა მოადგილემ - დავით დოლიძემ და დირექტორის მოადგილემ (გარე განათების დარგში) - ვეფხია ბაძაღუამ კომპანიის დამსახურებულ თანამშრომელს, ავთანდილ ხელაძეს გაწეული შრომისთვის, მადლობის სიგელი, საჩუქრები და ფულადი ჯილდო გადასცეს. ავთანდილ ხელაძე „თბილსერვის ჯგუფის“ გარე განათების ტექნიკური სამსახურის პროგრამული მართვის განყოფილების ოპერატორის თანამდებობაზე 19 წლის განმავლობაში მუშაობდა. ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბატონმა ავთანდილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს უსურვებს ბატონ ავთანდილს.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)