LLC Tbilservicegroup

Hotline 2619050
112-ის მიმდებარედ სამართალდამრღვევი პირი გამოვლინდა
13 July, 2017
„თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა ღამის ინსპექტირების შედეგად, 112-ის შენობის მიმდებარედ, სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომელიც მასზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 47-ე მუხლის მეორე ნაწილის (32.2) შესაბამისად დააჯარიმა. “თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევ პირს აღნიშნული ტერიტორიიდან უკანონოდ განთავსებული ინერტული ნარჩენის გასატანად ვადები განუსაზღვრა. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით, სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენის უკანონოდ განთავსებაზე 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს კონტროლს. კომპანია მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაიცვან კანონი და სხვადასხვა სახის ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)