LLC Tbilservicegroup

Hotline 2619050
ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევი პირები გამოავლინა
21 January, 2016
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა ღამის ინსპექტირებისას სამართალდამრღვევი პირები გამოავლინა 
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა დედაქალაქის ათივე მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინსპექტირება განახორციელა. ინპექტირებაში „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ტექნიკური რაიონული განყოფილებების და მოსაკრებლის სამსახურის თანამშრომლები იღებდნენ მონაწილეობას. 
"თბილსერვის ჯგუფმა" ღამის ინსპექტირებისას რამდენიმე სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომლებიც მათზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა.
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ინსპექტირებას პერმანენტულად ახორციელებს, მათ შორის ღამის საათებში და მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაიცვან კანონი და სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები განათავსონ სპეციალურად მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილ ნებადართულ ტერიტორიებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელდება.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)