LLC Tbilservice Group

Hotline 2619050
ოთხ სხვადასხვა მისამართზე სამართალდამრღვევი პირები გამოვლინდნენ
23 August, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირების შედეგად, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ორხევის დასახლებაში, მნათობის ქუჩისა და გარდაბნის გზატკეცილის მიმდებარედ, სამართალდამრღვევი პირები გამოავლინა. სამშენებლო და ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირები „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 32-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად დაჯარიმდნენ. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევ პირებს აღნიშნული ტერიტორიის დასასუფთავებლად ვადები განუსაზღვრა. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)