„შაბათობა“ წყნეთში
23 August, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშრებით, თბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე დასუფთავებითი სამუშაოები - ე.წ. შაბათობები დაიწყო. ამ ეტაპზე ორდღიანი „შაბათობა“ წყნეთში მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში სკვერები, საბავშვო მოედნები, ტყე-პარკები და სხვა ის საპიკნიკე ადგილები დასუფთავდა, სადაც დამსვენებელი ხშირად იყრის თავს. დასუფთავების აქციები გრძელდება და „თბილსერვის ჯგუფი“ მსგავსი სახის ღონისძიებებს თბილისის სხვა შემოერთებულ ტერიტორიებზე ეტაპობრივად განახორციელებს. „თბილსერვის ჯგუფი“ დამსვენებლებს მოუწოდებს, რომ დაიცვან სისუფთავე და ნარჩენი ნაგავშემკრებ კონტეინერებში განათავსონ. #თბილისი2017