სხვადასხვა მისამართზე სამართალდამრღვევი პირები გამოვლინდნენ
23 August, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ ნუცუბუძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე, 300 არაგველისა და გედევანიშვილის ქუჩების მიმდებარედ სამართალდამრღვევი პირები გამოავლინა, რომლებიც „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 31-ე მუხლის მე-7 და მე-8 ნაწილების შესაბამისად დააჯარიმა. აღნიშნულ მისამართებზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია, რომლის მეშვეობითაც მოხდა სამართალდამრღვევი პირების იდენტიფიცირება და ფაქტის დაფიქსირება. "თბილსერვის ჯგუფის' ზედამხედველობის სამსახურის მიერ სამართალდამრღვევ ფიზიკურ პირებს უკანონოდ განთავსებული მუნიციპალური ნარჩენის გასატანად და ტერიტორიის დასასუფთავებლად ვადები განესაზღვრათ. ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნული სამივე მისამართი მუნიციპალური ნარჩენისგან უკვე გაწმენდილია.