LLC Tbilservicegroup

Hotline 2619050
დედაქალაქში გარე განათების თანამედროვე სისტემის მონტაჟი დაიწყო
24 August, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ გარე განათების მართვისა და კონტროლის ახალი სისტემის მონტაჟი დაიწყო, რომლის მეშვეობითაც თბილისის გარე განათების მართვა და კონტროლი ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. ახალი სისტემის მართვა GSM სისტემის ნაცვლად ახლა უკვე GPRS კავშირით - როგორც ცენტრალური სადისპეჩერო ფარიდან, ასევე სმარტფონისა და პლანშეტის გამოყენებით განხორციელდება, რაც გარე განათების სხვადასხვა ობიექტიდან ინფორმაციის მიღება-გაცემას 0,5 წამში უზრუნველყოფს. აღნიშნული სისტემის დახმარებით, უკვე შესაძლებელია ელ. ენერგიის ხარჯისა და შემომავალი ძაბვების ქსელში გაუსვლელად - ონლაინ რეჟიმში კონტროლი. დღეის მდგომარეობით, თბილისში არსებული 900 ჩამრთი პუნქტიდან 50 ერთეულზე უკვე დამონტაჟებულია მართვისა და კონტროლის ახალი სისტემა. #თბილისი2017
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)