წყნეთსა და სამგორში დამართალდამრღვევი პირები გამოვლინდნენ
24 August, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირების შედეგად, ნოე რამიშვილის 38-ის მიმდებარედ და წყნეთში, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ სამართალდამრღვევი ფიზიკური პირები გამოავლინა, რომლებიც სამშენებლო და ინერტული ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 32-ე მუხლის მეორე ნაწილის და 47-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად დაჯარიმდნენ. „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურის დავალებით, სამართალდამრღვევ პირებს აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავება დაევალა. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.