ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ბორჯომის ხეობაში
31 August, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ აქტიურად იყო ჩართული ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. ხანძრის პირველივე დღეებიდან სტიქიის ზონაში მობილიზებული იყო „თბილსერვის ჯგუფის" სპეც ტექნიკა - 9 ერთეული წყალმზიდი მანქანა. ადგილზე იმყოფებოდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე და ტრანსპორტის სამსახურის უფროსი დავით ჭავჭანიძე, რომლებიც სხვა თანამშრომლებთან ერთად ხანძრის ლოკალიზების პროცესში იღებდნენ მონაწილეობას. ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და ადგილზე გაეცნო ვითარებას ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელიც „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს შეხვდა და გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.