LLC Tbilservice Group

Hotline 2619050
გარემოს დანაგვიანებისთვის სამართალდამრღვევი პირები დაჯარიმდნენ
12 September, 2017
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა გეგმიური ინსპექტირების შედეგად, მონადირის ქუჩისა და ქვემო ალექსეევკის დასახლების მიმდებარე ტერიტორიებზე სამართალდამრღვევი პირები გამოავლინა. სამშენებლო ნარჩენით გარემოს დანაგვიანებისათვის ფიზიკური პირები „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 32-ე მუხლისა და 47-ე მუხლის მეორე ნაწილების შესაბამისად დაჯარიმდნენ. “თბილსერვის ჯგუფის” ზედამხედველობის სამსახურის დავალებით, აღნიშნული ტერიტორიიდან უკანონოდ განთავსებული ინერტული ნარჩენის გატანა სამართალდამრღვევი ფიზიკური პირების მიერ დაუყოვნებლივ განხორციელდა. „თბილსერვის ჯგუფი“ ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების თვითნებურად დაყრისაგან და მიუთითებს, რომ აღნიშნული ნარჩენი მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე განათავსონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ღონისძიებები ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ განხორციელდება.
Main About Us Media Center Services Legislation Projects
About Company News Current
Management Announcement Completed
Structure
Vacancy
Hotline
2 61 90 50
N67 Kakheti Highway
(Central office)